კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ წარმოვადგენთ შპს „სანრაის“ (ს/ნ 404508316), რომელსაც ეკუთვნის წინამდებარე ონლაინ მაღაზია Gleaming.ge.

ჩვენ მიერ მონაცემების შეგროვება ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრირდებით/ავტორიზაციას გადიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვმართავთ რაიმე მომსახურების ან პროდუქტის მიღების მიზნით (იქნება ეს სატელეფონო, ელ. ფოსტის, ჩვენი ვებ-გვერდის, ონლაინ ჩათის თუ წერილებითი ფორმით).

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგებს, ასევე, ჩვენს უსაფრთხოების სისტემებს ემსახურება კომპეტენტური პერსონალი.

თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციაზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის წვდომის დაშვება.

ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შემთხვევაში, რა დროსაც კომპნაიის სამართალმემკვიდრე მოიპოვებს პირად ინფორმაციაზე წვდომას. თუმცა მასაც იგივე უფლებები და მოვალეობები აქვს ამ პირად მონაცემებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ, ცვლილებების განხორციელებამდე.

Gleaming.ge-ის საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს საკურიერო მომსახურების პარტნიორს.

კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.

და ბოლოს, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რომ დროთა განმავლობაში, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით შევცალოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, ცხადია ამის შესახებ მოხდება ინფრომაციის გამოქვეყნება ჩვენს ვებ-გვერდზე, რისთვისაც თქვენი, როგორც მომხმარებლის ვალდებულებაა პერიოდულად ამოწმოთ რაიმე ხომ არ შეიცვალა პერსონალურ მონაცემთდა დაცვის პოლიტიკის ნაწილში.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს Gleaming.ge-ის ელექტრონულ ფოსტაზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომრიდან გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.

გაითვალისწინეთ,  რომ ვებ-გვერდზე პროდუქციის შეძენისას, თქვენი ბარათის ინფორმაცია ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, შესაბამისად ამ მონაცემების შენახვა ჩვენ მიერ არ ხდება.

გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტ სივრცე არ წარმოადგენს დაცულ გარემოს და ინფრომაციას რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით ვაგზავნით, ყოველთვის არის ალბათობა იმისა რომ მასზე არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

პერსონალური ინფრომაციის შენახვის ვადა

კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული. მონაცემების შენახვა ხდება რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მისი პროფილის გაუქმებამდე, მისივე მოთხოვნის საფუძველზე. 

თუ გსურთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ცვლილება, სავალდებულოა რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტიდან გააგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა – info@gleaming.ge-ზე. ამავე ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება კომპანიის მიერ, თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე.

გაითვალისინეთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ყველა ზემოაღნიშნული მონაცემი.

ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

თბილისი, ინგოროყვას ქ. #26
ელ-ფოსტა: info@gleaming.ge
ტელეფონი: +995 32 2933288

Shopping Cart
აირჩიეთ ვალუტა