ჩვენ შესახებ
Gleaming - სინათლე, რომელიც საუკუნეებს უძლებს
ჩვენ ვართ კომპანია რომელიც მოღვაწეობს 1995 წლიდან!
შპს სანრაიზი გახლავთ ტრავერტინის ქვისგან დამზადებული ჭაღების ბრენდის ‘’გლიმინგი’’ მფლობელი და ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. ჭაღები მზადდება თურქული ტრავერტინის ქვისგან და იწყობა ჩინეთში. კომპანია, თავისი მრავლაწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ქართველ მომხმარებელს პირველად სთავაზობს ტრავერტინის ქვის ჭაღებს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მინიმალისტურ ან ინდუსტრიულ სტილში სარემონტო და დეკორატიული გადაწყვეტილებებისთვის. ტრავერტინის ქვის ჭაღი არა მხოლოდ განათების წყაროა, არამედ მოდური, გამორჩეული ხელოვნების ნიმუშია.
პროდუქცია
გთავაზობთ 20-ზე მეტი სახეობის, დახვეწილი დიზაინის მქონე, ტრავერტინის ქვისგან დამზადებულ ჭაღებს, რომლებიც გამოირჩევა რამდენიმე უნიკალური თვისებით, რაც მათ მიმზიდველს ხდის როგორც დეკორის, ასევე ფუნქციურობის თვალსაზრისით.

ტრავერტინი არის დანალექი ქვა (sedimentary rock), რომელიც ძირითადად შედგება კალციუმის კარბონატისგან (CaCO₃) და წარმოიქმნება მინერალებით სავსე წყლების – განსაკურებით თბილი წყაროების აორთქლების შედეგად. ის ჩნდება მაშინ, როცა კალციუმით მდიდარი წყალი გამოდის ზედაპირზე და კალციუმის კარბონატი ნელ-ნელა ილექება.
ტრავერტინის ქვისგან დამზადებული ჭაღები აერთიანებს ბუნებრივ ელეგანტურობასა და არქიტექტურულ სიძლიერეს. ისინი ვიზუალურად გამორჩეულნი არიან თავისი წვრილი ქვედა ფენებით, თბილი ფერებითა და უნიკალური ბუნებრივი ტექსტურით. ტრავერტინის ბუნებრივი შეფერილობა – კრემისფერი, თაფლისფერი, ღია ყავისფერი ან თეთრი – ჭაღს ანიჭებს სოლიდურობასა და ესთეტიკურობას.
ტრავერტინის ჭაღები ხშირად ხელით ყალიბდება და დამუშავებულია დეტალებში, რაც მათ განსაკუთრებულაზე უსვამს ხაზს, თითქმის შეუძლებელია ორი ერთნაირი ჭაღის პოვნა.
ტრავერტინის ქვის უპირატესობები:
1. ბუნებრივი სილამაზე და ელეგანტურობა – ტრავერტინს აქვს მდიდარი ტექსტურა და ფერთა ნატურალური პალიტრა, რაც ჭაღს სძენს უბადლო სილამაზეს.
2. ევროპული კლასიკის ელემენტი – ტრავერტინი ხშირად ასოცირდება რომაულ და იტალიურ არქიტექტურასთან, რაც ჭაღს კლასიკურ და კულტურულ ღირებულებას სძენს.
3. მდგრადობა და გამძლეობა – ქვა მეტად გამძლეა და შეიძლება ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნოს ფორმა და სილამაზე.
4. ადვილი მოვლის საჭიროება – მასალა ადვილად იწმინდება და არ საჭიროებს ხშირ და სპეციფიკურ მოვლას.
5. ბუნებრივი უნიკალურობა – ყოველი ტრავერტინის ქვა განსხვავებულია თავისი ფერებითა და ტექსტურით, რაც ჭაღსაც უნიკალურ გარეგნობას უქმნის.
6. ნათების განსაკუთრებულობა – ტრავერტინის ქვას, ნახევრადგამჭვირვალე მახასიათებლების წყალობით, როცა ის დამუშავებულია თხელ ფენებად, შეუძლია მსუბუქად გააფილტროს სინათლე და შექმნას თბილი, რბილი ნათება გარემოში.
ტრავერტინის ჭაღები არ არის მასიური წარმოების პროდუქცია – ხშირ შემთხვევაში, ისინი მზადდება ხელით ან მცირე პარტიებით, შესაბამისად, თითოეული მოდელი წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს.
ტრავერტინის ჭაღები არა მხოლოდ განათების მოწყობილობებად გვევლინებიან, არამედ -ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვან ელემენტებადაც. ისინი ერთდროულად ქმნიან ფუფუნების, სიმყუდროვისა და ბუნებრივობის კომბინაციას.
ტრავერტინის ქვისგან დამზადებული ჭაღი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს სივრცეში შეიტანოს მინიმალისტურობა, სითბო და ქვისგან მომდინარე ბუნებრივი ენერგია.
საინტერესო ფაქტი:
ტრავერტინი ისტორიაში გამოიყენებოდა ისეთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობებისთვისაც კი, როგორიცაა კოლიზეუმი რომში, რაც თვალსაჩინოდ მიუთითებს მის სიძლიერეზე, მდგრადობასა და უბადლო სილამაზეზე.