უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა
- მომხმარებელი ვალდებულია ონლაინ მაღაზია Gleaming.ge-ს 7 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შევსებული დაბრუნების ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ.
- თუ აღნიშნულ ვადაში მომხმარებელი არ შეავსებს დაბრუნების ფორმას ან სხვა ცალსახა მტკიცებულებას არ წარუდგენს მოვაჭრეს მომხმარებელი კარგავს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ნივთის დაბრუნების უფლებას.
დაბრუნების ფორმა
დაბრუნების ფორმა ითვალისწინებს შემდეგ ინფორმაციას:
- შეკვეთის თარიღი;
- შეკვეთის მიღების თარიღი;
- მომხმარებლის სახელი;
- მომხმარებლის მისამართი;
- მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);
- ფორმის შევსების თარიღი.