საგარანტიო მომსახურების პირობები

  1. საგარანტიო მომსახურების პირობები
    1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, შესყიდვიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში, ონლაინ მაღაზია Gleaming.ge-ს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა – საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა.
    2. თუკი მომხმარებელი ერთი კვირის განმავლობაში არ მოახდენს რეაგირებს შესყიდული პროდუქციის ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა), ონლაინ მაღაზია იტოვებს უფლებას, დაგვიანებულ მიმართვაზე არ მოახდინოს რეაგირება.
    3. წუნის მქონე საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, ონლაინ მაღაზია Gleaming.ge-ს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
    4.  საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
    5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
      საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
    6. ონლაინ მაღაზია Gleaming.ge-ს საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

    მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

Shopping Cart
აირჩიეთ ვალუტა