- საგარანტიო მომსახურების პირობები
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, შესყიდვიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში, ონლაინ მაღაზია Gleaming.ge-ს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა – საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა.
- თუკი მომხმარებელი ერთი კვირის განმავლობაში არ მოახდენს რეაგირებს შესყიდული პროდუქციის ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა), ონლაინ მაღაზია იტოვებს უფლებას, დაგვიანებულ მიმართვაზე არ მოახდინოს რეაგირება.
- წუნის მქონე საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, ონლაინ მაღაზია Gleaming.ge-ს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია; - ონლაინ მაღაზია Gleaming.ge-ს საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.